ღვინო ალუმინის ქილებში - “მივინო” აფრიკაში ექსპორტს გეგმავს,- ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში “მივინოს” დამფუძნებლებმა გიორგი მაჭავარიანმა და საბა სახვაძემ ისაუბრეს. მათი თქმით, ამ ეტაპზე დასავლეთ აფრიკის ქვეყანასთან, კერძოდ, კოტდიუართან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
“არა მარტო მეზობელ ქვეყნებში, ახლა მოლაპარაკებები მიდის დასავლეთ აფრიკის ქვეყანასთან, სადაც ვაპირებთ ექსპორტს. ასევე ვგეგმავთ პროდუქციის გადატანას აზიის ბაზარზე. მოლაპარაკებები აფრიკასთან, კერძოდ, კოტდიუართან უკვე მიმდინარეობს და ვფიქრობთ, რომ უახლოეს თვეებში უკვე გავიტანთ ჩვენს პროდუქციას აფრიკაში. ვაპირებთ პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას, ჩვენი მომხმარებლისგან წამოვიდა მოთხოვნა, რომ ნახევრად ტკბილი და შუშხუნა ღვინოები იხილონ, რომლებსაც უახლოეს მომავალში აუცილებლად იხილავენ. ასევე სამომავლოდ ვგეგმავთ ხილის ღვინოების წარმოებას ქილებში”-ამბობს საბა სახვაძე “მივინოს” დამფუძნებელი.

























