მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gvirgvini.ge: სარიტუალო თაიგულები - ახალი მიმართულება „ამელისგან“

607eaf22703ed
ვიქტორია მღებრიშვილი
25.04.21 00:10
1840
ყვავილების მაღაზია „ამელი“, რომლის დევიზი ყვავილების ჩუქებით მომხმარებლისთვის დღესასწაულის შექმნაა, მისთვის განსხვავებული მიმართულების ამოქმედებას გეგმავს. ესაა სარიტუალო ყვავილები და მომსახურება - „ამელის“ დამფუძნებლები დღეს ახალ ვებგვერდზე მუშაობენ, რომელიც მაისიდან ამოქმედდება.

როგორც ყვავილების მაღაზიის დამფუძნებელი ნუკა ჩოხელი BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, ამ მიმართულებით ინტერესი ყოველთვის არსებობდა, თუმცა კომპანიამ მისი დახვეწა და სრულყოფა ახლა გადაწყვიტა.

„Gvirgvini.ge - ამ სახელით ავამოქმედებთ ჩვენს ახალ მიმართულებას, რომელზეც დიდი ხანია ვფიქრობთ. საჭიროება და მოთხოვნა ყოველთვის იყო, თუმცა ინსპირაცია დამკვეთი სახელმწიფო სტრუქტურებიდან წამოვიდა, რომლებიც თაიგულებს ქვეყანაში არსებული სხვადასხვა სამგლოვიარო თარიღებთან დაკავშირებით გვიკვეთავდნენ. გვსურდა, ეს მიმართულება სწორად და ფრთხილად გაგვეკეთებინა, რადგან „ამელის“ ბრენდს უკავშირდება; ჩვენი ყვავილების მაღაზია კი მომხმარებლისთვის ყვავილების ჩუქებით დღესასწაულის შექმნას გულისხმობს. ამიტომ სარიტუალო მომსახურების ამოქმედებისთვის ცალკე ვებგვერდი გაკეთდა და ის მაისიდან ჩაეშვება“, - აღნიშნა ნუკა ჩოხელმა.

მისი თქმით, „ამელის“ ვებგვერდის საშუალებით მომხმარებელი მისთვის მისაღებ ზომის და ფორმის თაიგულს კატალოგიდან აარჩევს. ჩოხელი აღნიშნავს, რომ მომსახურებით სარგებლობა განსაკუთრებით ხელსაყრელი ორგანიზაციებისთვის იქნება.

„საქართველოში ორგანიზებული სარიტუალო ყვავილების საქმიანობა აქამდე არ ყოფილა და დღემდე მომხმარებელს ყვავილების შეძენა ქუჩის გარემოვაჭრეებთან შეეძლოთ. პანდემიიდან გამომდინარე, ადამიანები ასეთ მძიმე წუთებში ყურადღების გამოხატვას ვეღარ ახერხებდნენ, ამიტომ Gvirgvini.ge კარგი საშუალება იქნება მათთვის, რომ თაიგულები სამახსოვრო ბარათით პირდაპირ გააგზავნონ. ამასთან, ეს მომსახურება იურიდიულ პირებს სერვისის მიღებას გაუმარტივებს, რადგან ის ბუღალტრულად გამართული იქნება“, - აღნიშნა ნუკა ჩოხელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები