მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გვიწევს ახსნა-განმარტებები უსაფუძველო ბრალდებებზე და თავის მართლება ინვესტორებთან"

5c77bd233d863
თამუნა ქემერტელიძე
28.02.19 15:00
845
"ჩვენ გვიწევს ახსნა-განმარტებები უსაფუძველო ბრალდებებზე და თავის მართლება ინვესტორებთან"- ამის შესახებ განცხადება ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა, ანაკლიის პორტის პროექტის მოსალოდნელ შეფერხებებზე საუბრისას გააკეთა .

მისი თქმით, ანაკლიის კოსორციუმის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის გარშემო განვიტარებული მოვლენები ინვესტორებში შეშფოთებას იწვევს.

„ჩვენი ინვესტორები შეშფოთებას გამოთქვამენ იმ პროცესების მიმართ რაც ხდება მამუკა ხაზარაძისა და ბადრის ჯაფარიძის გარშემო. ეს ყველაფერი იწვევს შეკითვებს და ჩვენ გვიწევს ახსნა განმარტებები, უსაფუძველო ბრალდებებზე. ასევე თავის მართლება, რომ ეს ასე არ ყოფილა“- აცხადებს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ბანკები, რომელსაც ამ დროისთვის კონსორციუმი ემუშავება საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ იღებენ.

„ძალიან რთულ პროცესში ვართ, ეს ყველაფერი ზეგავლენას ახდენს ჩვენს ინვესტორებზე. პირდაპირი მესიჯებია ბანკების მხრიდან. ბანკები, რომელსაც ჩვენ ვემუშავებით, სანამ ეს არ მოგავრდება ისინი საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ“-აცხადებს ახვლედიანი.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობა 620 მილიონი აშშ დოლარი ჯდება, საიდანაც 400 მილიონით საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა დააფინანსონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები