მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გვიხარია, რომ ასეთი ძლიერი პარტნიორი გვყავს... მეგობარი, რომელიც წლების განმავლობაში ყოველთვის ედგა ქართულ ფეხბურთს“

641b41463bc7b
ალა ისპირიანი
22.03.23 21:40
948
„ძალიან გვიხარია, რომ ასეთი ძლიერი პარტნიორი გვყავს“ - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა „კოკა-კოლა“-სთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ მომდევნო ოთხი წელი ითანამშრომლებენ.

„ოფიციალურად კიდევ ერთხელ ხელი მოვაწერეთ მომდევნო თანამშრომლობას. როგორც იცით 2 წლის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, კერძოდ ეროვნულ ნაკრებს და "კოკა-კოლას" შორის თანამშრომლობა შედგა და ეს წარმატებული გზა რა საკვირველია ჩვენ ერთად გავიარეთ.

ახლა უკვე ოფიციალურად მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ვითანამშრომლებთ და ძალიან გვიხარია, რომ ასეთი ძლიერი პარტნიორი გვყავს, მეგობრები რომლებიც არა მარტო ამ პერიოდში არამედ წლების განმავლობაში ყოველთვის ედგა ქართულ ფეხბურთს, ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა ერთობლივად, განსაკუთრებით ბავშვთა ფეხბურთში“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია 21 მარტს გაიმართა. ხელშეკრულებას ხელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს პრეზიდენტი თემურ ჭყონია მოაწერეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები