მარკეტინგული სააგენტო "რანკერსი" (Rankers) აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.
"რანკერსი" უსასყიდლო მარკეტინგულ მხარდაჭერას სთავაზობს იმ კომპანიებს, რომლებიც ამ რთულ პერიოდში განაგრძობენ საქმიანობას და ცდილობენ გააძლიერონ თავიანთი როლი საქართველოში ევროპული სტანდარტების დანერგვაში.
"რანკერსი ევროპული ფასეულობების მხარდასაჭერად.
მარკეტინგული სააგენტო რანკერსი იზიარებს ევროპულ ფასეულობებს, თავისუფლების, განვითარების და სტაბილურობის პრინციპებს. გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, და სწორედ ამ მიზნისკენ სვლაში მიგვაჩნია თითოეული ბიზნესის მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად.
დღევანდელი გამოწვევების ფონზე, რანკერსი გთავაზობთ უსასყიდლო მარკეტინგულ მხარდაჭერას იმ კომპანიებს, რომლებიც ამ რთულ პერიოდში განაგრძობენ საქმიანობას და ცდილობენ გააძლიერონ თავიანთი როლი საქართველოში ევროპული სტანდარტების დანერგვაში.
ჩვენი მიზანია:
- ხელი შევუწყოთ ბიზნესების სტაბილურობასა და განვითარებას ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
- გავაძლიეროთ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობა.
- დავეხმაროთ საქართველოში არსებულ ბიზნესებს გააძლიერონ პოზიციები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
Rankers – თქვენს გვერდით, ევროპული სტანდარტების განვითარებისთვის!",- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.