მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გვსურს, აქსელერატორის მონაწილე მეტი ქართული სტარტაპი გახდეს“ - Biliki AI Google-ის სტარტაპ აქსელერატორშია

Google for Startups Accelerator: AI First
12.11.24 10:45
241

Biliki AI პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც Google-ის სტარტაპ აქსელერატორში Google for Startups Accelerator: AI First მოხვდა.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში 317 აპლიკანტიდან 15 სტარტაპი შეირჩა. მონაწილე სტარტაპები 10 კვირის განმავლობაში ინტენსიურ ტრენინგებსა და მენტორშიპ სესიებს გაივლიან. აქსელერატორი მნიშვნელოვანი ბენეფიტებით გამოირჩევა:

  • გუგლის სერვისებზე წვდომა;
  • ბიზნეს, მარკეტინგული და ტექნოლოგიური მიმართულებით მხარდაჭერა;
  • ინვესტორებთან შეხვედრები;
  • დარგობრივი მიმართულებით, ახალი კავშირების და პარტნიორების გაჩენა.

Google for Startup მსოფლიოს ტოპ 5 აქსელერატორში შედის და მის პორტფელში 20 უნიქორნია.

გვსურს, Google-თვის წარმატებული პრეცედენტი გავხდეთ, რათა სხვა ქართული სტარტაპებისთვის გაიხსნას გზა და ჩვენი ქვეყნის მეტი სტარტაპი გახდეს აქსელერატორის მონაწილე”. - აცხადებს ბილიკის თანადამფუძნებელი.

Biliki AI არის პლატფორმა, სადაც მომხმარებელს შეუძლია წამებში შექმნას ეკო-მეგობრული სამოგზაურო გეგმა და მიიღოს ინფორმაცია ყოველი დღის აქტივობების, სასტუმროებისა და ტრანსპორტირების შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები