„VR ჰოლდინგი“ მასშტაბური დეველოპერული პროექტების პროექტების განხორციელებას 2023 წელსაც გააგრძელებს. სამომავლო გეგმების შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ნოშრევან ნამორაძემ გადაცემა „Forbes კვირაში“ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
„ახალი წელი ახალი გეგმებით გაგრძელდება, კომპანია სწრაფი ტემპით იზრდება და ვითარდება. სამომავლოდ ვგეგმავთ, განვახორციელოთ არაერთი ინოვაციური და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, მასშტაბური პროექტი, რომელიც სასიკეთო გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე.
მიზნებისა და ამოცანების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია; გვსურს, მაღალი ხარისხის დეველოპერული პროექტებით ქვეყნის სხვადასხვა არეალი მოვიცვათ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას და ჩვენი სამარკო ნიშა შევინარჩუნოთ, რაც გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრერბის წესის პოპულარიზაციას, მაღალი ხარისხის სუფთა და ჯანსაღი პროექტების შექმნას ქვეყანაში", - აცხადებს ნოშრევან ნამორაძე.
რაც შეეხება 2022 წელს, ბიზნესმენი შედეგებით კმაყოფილია. "ჩვენს პროექტებში უძრავ ქონებაზე მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა 4-5+ფაზის და მულტიფუნქციური შენობის ერთობლივი დაპროექტება და მშენებლობა“, - აღნიშნა „ვილა რეზიდენსის“ მფლობელმა.
წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს შორის კი, ნოშრევან ნამორაძემ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვება გამოყო, სადაც თბილისში, ჭავჭავაძის 49-ში მდებარე სპორტის უნივერსიტეტის შენობა 11 მილიონ ლარად შპს „ვი არ ვაკე თაუერსმა“ იყიდა. ინვესტორი ამ ადგილას $220 მილიონის ინვესტირებას აპირებს. კერძოდ, საინვესტიციო ვალდებულების თანახმად, სპორტის ახალ უნივერსიტეტს და მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს.