ბიზნესვაჭრობა - ასეთი სახელწოდებით ბაზარზე ახალი პროექტი და ბრენდი გამოჩნდა. ონლაინ ბიზნეს ვაჭრობის ახალი პროექტი, მომსახურების სერვისებს აერთიანებს, რომელიც კომერციული ფართების, მიწის ნაკვეთების, საწარმოს თუ სხვა ბიზნეს ობიექტის ყიდვა/გაყიდვას გულისხმობს.
BT.GE-ში ამბობენ, რომ ბიზნეს ვაჭრობის პროექტი ახალი სიტყვა იქნება ბაზარზე, რაც გამოარჩევთ მათ, ქვეყანაში ვაჭრობის კუთხით და იმ სერვისით, რასაც ისინი ბიზნესებს სთავაზობენ.
BT.GE-ის პროექტების მენეჯერი სანდრო კვერღელიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ბიზნესებთან მუშაობის 15-წლიანმა გამოცდილებამ, გააჩინა საჭიროება, ბაზარზე თანამედროვე სტანდარტების ბიზნეს ვაჭრობის სერვისი დანერგილიყო, რაც დაინტერესებულ პირებს აქტივის რეალიზებას უმარტივებს.
“BT.GE -ის გუნდი, ბიზნესებს და ფიზიკურ პირებს ეხმარება, საკუთარი აქტივების მარტივად რეალიზებაში. ჩვენი გუნდი, კონკრეტულ მაგალითს ნულიდან ამუშავებს, რაც დაინტერესებულ ბიზნესებს თუ ფიზიკურ პირებს უმარტივებს ყიდვა/გაყიდვის პროცესში მოლაპარაკებას. BT.GE-ში ჩართულ მხარეს სწრაფ და მარტივ სერვისს ვთავაზობთ, რაც ადგილობრივ ბაზარზე ამ დრომდე არ არსებობდა. BT.GE მართვის კომპანია GGM-ის ონლაინ ვაჭრობის მიმართულებაა, რაც ნიშნავს, იმ 15 წლიან გამოცდილებას ამ სფეროში, რაც ჩვენმა გუნდმა წლების მანძილზე დააგროვა. სწორედ ამიტომ, გვაქვს ამბიცია, ბიზნესით ვაჭრობის გარემო, განვავითაროთ ქვეყანაში და მიზანიც ეს არის, რომ საქართველოში დავნერგოთ, ბიზნესების, ბიზნეს წილების, კომერციული ფართების თუ სასტუმროების ყიდვა/გაყიდვის თანამედროვე კულტურა, რაც უკვე წლებია აპრობირებულია ევროპის განვითარებულ ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში,” - ამბობს სანდრო კვერღელიძე.
BMG-ის კითხვაზე, ვის შეუძლია BT.GE-ის სერვისებით სარგებლობა, სანდრო კვერღელიძე ამბობს, რომ ნებისმიერ ბიზნესს აქვს საშუალება, მათი სერვისით სარგებლობის, ეს იქნება მსხვილი,საშუალო თუ მცირე ბიზნესი და ასევე ფიზიკური პირები.
"კონკრეტულ აქტივებს უკვე ვამუშავებთ, თუმცა სრული დატვირთვით მუშაობას 2024 წლიდან ვგეგმავთ. მომართვა ჩვენს გუნდთან, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვისაც სურს საკუთარი აქტივის გაყიდვა ან გაქირავება და ამასთან შეძენა," - აღნიშნა სანდრო კვერღელიძემ.