მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვსურს, თქვენს ქვეყანაშიც დავნერგოთ ინოვაციური პროექტები" - შვეიცარიული ფონდი

შვეიცარიული ფონდი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე შვეიცარიული ფონდის „Gebert Rüf Stiftung“ თავმჯდომარე როლანდ ზიგვარტს და ბორდის წევრებს შეხვდა. მხარეებმა აგრარული განათლების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის სექტორში ახალგაზრდების მოზიდვის და მათი გადამზადების საკითხებზე იმსჯელეს.

ცნობისთვის, შვეიცარიული ფონდი „Gebert Rüf Stiftung“ ორიენტირებულია საგანმანათლებლო სფეროში ინოვაციური პროექტების განხორციელებაზე, რომელიც ახალი ტექნოლოგიური გარღვევების და სამეწარმეო აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.

„ჩვენი მიზანი სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა და მათთვის ბიძგის მიცემაა. გვსურს, რომ თქვენს ქვეყანაშიც დავნერგოთ ინოვაციური პროექტები. მოხარულები ვართ, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან ასეთ ჩართულობას და დაინტერესებას ვხედავთ“, - აღნიშნა როლანდ ზიგვარტმა.

„სახელმწიფო ყოველთვის იქნება მთავარი მხარდამჭერი და გულშემატკივარი სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვის, მომზადების და აგრარულ სფეროში ჩართვის. ამ მიმართულებით შვეიცარიული გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიულმა ფონდმა „Gebert Rüf Stiftung“ 2019 წელს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას“ ააშენა, რომელიც სტუდენტებს მეცხოველეობაში, რძისა და რძის პროდუქტების გადამუშავებაში 3-წლიან პროფესიულ პროგრამას სთავაზობს. კომპლექსი ტრენინგ ცენტრსაც მოიცავს, სადაც ფერმერებსა და მოყვარულებს მოკლევადიანი პროფესიული კურსების გავლის შესაძლებლობა ექნებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები