„ჩვენ გვყავს 256 ინფექციონისტი და 488 რეანიმატოლოგი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მიუხედავად ამისა, მინისტრის თქმით, აღნიშნული რაოდენობა მუდმივად არ მუშაობს, მათ აქვთ მორიგეობა და სჭირდებათ დასვენება.
„ჩვენ გვყავს 256 ინფექციონისტი და 488 რეანიმატოლოგი, მაგრამ ეს ადამიანები გარკვეული ციკლის მიხედვით, მორიგეობის სტანდარტით მუშაობენ. ეს რაოდენობა ყოველდღიურ რეჟიმში ვერ იმუშავებს, რადგან მათ სჭირდებათ ძილი, დასვენება, რათა უსაფრთხოდ მიხედონ პაციენტებს, რომ მივიღოთ ის შედეგები, რაც დღეს ჩვენს ექიმებს აქვთ. რაც შეეხება პაციენტების მართვას. ის მაქსიმალური რაოდენობა, რაც საქართველოში შეიძლება ხელოვნური მართვით იმართოს, ეს არის 1200. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთ ჯერზე დაფიქსირებული 1200 პაციენტი კლინიკაში დაყოფს მინიმუმ 14 დღე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში წარმოიქმნება გარკვეული რისკი, თუკი გაჩნდება უფრო მეტი რაოდენობა. ჩვენ სასუნთქი აპარატები გვაქვს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ადამიანური რესურსის სიმწირე, რომლის შეძენაც ნებისმიერ თანხად წარმოუდგენელია, რადგან ეს პროფესიონალები წლების განმავლობაში ყალიბდებოდნენ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

























