დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ განაცხადა, ცვლილებები ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარეობს. კერძოდ, 2022 წელს მიღებული ენერგოეფექტურობის ახალი დირექტივიდან გამომდინარე, საჭიროა მოქმედი კანონი მასთან შესაბამისობაში მოვიდეს. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანი ცვლილება რაც კანონპროექტში აისახა ეს არის „ენერგოაუდიტორის“ ტერმინი.
სტუმარი: ხათუნა ახალაია - კლიმატის ცვლილებისა და ენერგოეფექტურობის ექსპერტი;