“გვყოლია ისეთი მომხმარებელიც, რომელმაც 2021 წლის შემდეგ დაახლოებით 20,000 კილომეტრი გაიარა და ჩვენთან მხოლოდ ხუნდების შესაცვლელად იყო მოსული”, - ასე პასუხობს საქართველოში ელექტრომოპედებისა და ქიქ-სკუტერების მწარმოებელი კომპანიის, NIU-ს ოფიციალურ წარმომადგენელ კომპანია Auto Gallery-ში TECH INFORM-ის კითხვას ელექტროსკუტერების გამძლეობასთან დაკავშირებით.
როგორც Auto Gallery-ის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელმა, ლევან თაღიაშვილმა BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში აღნიშნა, მოპედებს, კომპანია სრული ორწლიანი გარანტიით ყიდის და სერვისსაც უზრუნველვყოფს, თანაც იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანი NIU-ს ისეთ მოპედს მოიყვანს, რომელიც უშუალოდ Auto Gallery-ში არ უყიდია.
“ვფიქრობ, რომ NIU-ს მოპედის შენახვა, როგორც წესი, დაბალ დანახარჯთანაა დაკავშირებული. გვყოლია ისეთი მომხმარებელიც, რომელმაც 2021 წლის შემდეგ დაახლოებით 20,000 კილომეტრი გაიარა და ჩვენთან მხოლოდ ხუნდების შესაცვლელად იყო მოსული. თან, Panasonic-ის ელემენტით იყო მოსული და გამავლობა დაკლებული არ იყო - მოპედი კვლავ 50 კილომეტრს გადიოდა”, - აღნიშნა ლევან თაღიაშვილმა TECH INFORM-ში.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Auto Gallery-ი “თეგეტა ჰოლდინგის” შვილობილი კომპანიაა, რომელიც Tegeta Cars-ში შედის და საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს, როგორც NIU-ს, ასევე Polaris-ს.