მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

GWP: დღის განმავლობაში მგალობლიშვილზე მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მივაწვდით

5cf7677be7853
თელარა გელანტია
05.06.19 11:00
1063
კომპანია GWP განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„მგალობლიშვილის ქუჩაზე დაზიანებული წყალსადენიდან წყლის დინების გასაჩერებლად უკვე დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

როგორც კი, წყალსადენის ქსელი წყლისგან დაიცლება, მაქსიმალურად ოპერატიულად დავიწყებთ ტექნიკურ სამუშაოებს მიზეზების დასადგენად და დაზიანების აღმოსაფხვრელად.

სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას.

რაც შეეხება წყალმომარაგების შეზღუდვას, ამ ეტაპზე წყლის მიწოდება შეზღუდული აქვს მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, შარტავას, ცინაციძის, საირმის და მიმდებარე ქუჩებს.

დღის განმავლობაში მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მივაწვდით“, - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები