მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GWP-ის უდიტის შედეგები

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ახალმა მფლობელმა, ესპანურმა კომპანია Aqualia-მ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურისა და საოპერაციო სისტემების აუდიტი დაასრულა, შედეგების მიხედვით, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები კრიტიკულ მდგომარეობაშია და საჭიროებს როგორც მყისიერ რეაგირებას, ასევე განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავებასა და მასშტაბურ ინვესტიციას.

ათწლეულების დაძველების სისტემა, რომ განახლებას საჭიროებს სერვისის მიმღებებისთვისაც უცხო არ არის, თუმცა აუდიტის დასკვნა კონკეტულ პრობლემურ საკითხებსაც გამოყოფს და მასში მითითებულია, რომ ქსელზე დაზიანებების გამომწვევი მთავარი პრობლემები და კრიტიკული მონაკვეთები გამოკვეთილია. მათ შორის დასკვნა მიუთითებს, რომ GWP-ის ინფრასტრუქტურის მდგომარეობის სირთულე უპირველესად განპირობებულია წყალმომარაგების სისტემის ხანდაზმულობითა და მასშტაბურობით.

კომპანიის ინფორმაციითვე, ხანდაზმულია წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების 62% და მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების 85%. 2022 წელს წყალმომარაგების ქსელზე აღრიცხულია 18 000-ზე მეტი, ხოლო წყალარინების ქსელზე 17 000-ზე მეტი ავარიული დაზიანება. თბილისში, წყალმომარაგების ქსელზე ყოველ 100 კმ-ზე 415 ავარია ფიქსირდება, რაც ევროპულ ქვეყნებში ავარიების ინდექსის მაჩვენებელს მინიმუმ 8-ჯერ აღემატება, მაშინ როცა ევროპაში ავარიების ინდექსი 100 კმ-ზე 50-ია.

მნიშვნელოვანი ხარვეზებია საოპერაციო მიმართულებითაც, რაც გულისხმობს: ავარიის მართვის რთულ პროცესს, მრავალსაფეხურიან ბიუროკრატიას, ავარიების მოგვარებისთვის არასაკმარის ტექნიკურ და ადამიანურ რესურსს, ქსელების პრევენციული მონიტორინგის სისტემის გაუმართაობას.

რა შედეგი აჩვენა აუდიტმა და რა გეგმა აქვს კომპანიას წლების დაგროვებულ პრობლემებთან გასამკლავებლად?

სტუმრები: გიგა ნადირაძე - GWP-ის აქტივების მართვის დირექტორი;

ზურა ალფაიძე - GWP-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები