GWP-ის მიერ იმ პირებისთვის, რომლებიც ბინებს აქირევაბენ და ამ გზით იღებენ შემოსავალს, არასაყოფაცხოვრებო კომერციული ტარიფის დაწესებას, მომხმარებლების ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. რამოდენიმე პირმა GWP-ს წინააღმდეგ მარეგულირებელ კომისიას მიმართა.
GWP-ში განმარტავენ, რომ ბინათმესაკუთრეები, რომლებიც აქირავებენ ბინას, ეწევიან ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობას.
„ბინათმესაკუთრეები, რომლებიც აქირავებენ ბინას, ეწევიან ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობას. შესაბამისად, ისინი არიან არასაყოფაცხოვრებო მოხმარებლები და სემეკის 32-ე დადგენილების თანახმად, წყალმომარაგების საფასური უნდა გადაიხადონ არასაყოფაცხოვრებო, კომერციული ტარიფით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის №32 დადგენილების თანახმად, საყოფაცხოვრებო მომხმარებელია ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა, ყველა სხვა მომხმარებელი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელია და სარგებლობს კომერციული ტარიფით“, - განმარტავენ GWP-ში.