"ჯივიპი" თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს. გუშინ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" თბილისში, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა. ვაკის რაიონის საოპერაციო ცენტრის გახსნის ღონისძიებას, ჯივიპის მენეჯმენტთან ერთად, თბილისის მერიის და სემეკის წარმომადგენლები, ასევე გამგებლები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ. ჯივიპის ახალ მფლობელს, ესპანურ კომპანია Aqualia-ს მისი მართვის ქვეშ არსებულ 17-ვე ქვეყანაში აქვს ეს სისტემა დანერგილი. რას შეცვლის მულტიფუნქციური ცენტრების არსებობა და როგორ გააუმჯობესებს ის წყალმომარაგების სისტემას?