"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 2019 წელს გლდანის რაიონში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელს შეცვლის. აღნიშნულ პროექტში ჯივიპი 3 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, განახლებულ სისტემაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურული ელემენტები, ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა.
ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2.5 თვე გაგრძელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისის მერია გზის მოწესრიგებას დაიწყებს და ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

























