14 ივლისს, სასტუმრო “Hilton Garden Inn Tbilisi”-ში უძრავი ქონების გაყიდვების საკონსულტაციო და აუთსორსინგ კომპანია „პროსპექტის“ დამფუძნებელი გუგა კობახიძე უძრავი ქონების სექტორში დასაქმებულთათვის ერთდღიან მასტერკლასს ჩაატარებს.
როგორც გუგა კობახიძემ აღნიშნა, „კომპანია „პროსპექტისთვის“, უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენელთა განვითარება და ამ მიმართულებით ცოდნის გაზიარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ღირებულებაა, ვინაიდან უძრავი ქონების სექტორი დიდწილად დამოკიდებულია სწორედ იმ ადამიანების პროფესიულ ზრდაზე, რომლებიც ყოველდღიურად უშუალოდ არიან ჩართულნი თავისი ორგანიზაციის საქმიანობაში და პირდაპირ კომუნიკაციას ამყარებენ მომხმარებელთან.
„მასტერკლასის მსმენელთან ერთად, განვიხილავ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელსაც მომხმარებელი გადის ქონების შეძენისას, მათ შორის, თუ როგორ მიდის მომხმარებელი გადაწყვეტილებამდე; რა ფაქტორები მოქმედებს დადებითად ან უარყოფითად; რას ანიჭებს უპირატესობას და სხვა. შესაბამისად, მათ ვინც ჩართულია უძრავი ქონების სექტორში, ძალიან საინტერესო და ინფორმაციით სავსე მასტერკლასს შევთავაზებთ და ვფიქრობ დამსწრეთა მოლოდინებს მასტერკლასი ნამდვილად გაამართლებს“ - განაცხადა მან.
მასტერკლასი, რომელსაც გუგა კობახიძე გაუძღვება ერთ-ერთია იმ მასტერკლასების სერიას შორის, რომელიც საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება. ასოციაციის მიზანია უძრავი ქონების დარგის განვითარება ქვეყანაში და უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე პროფესიონალების უზრუნველყოფა ხელმისაწვდომი განათლებით.
დასწრების მსურველებმა აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
(რ)

























