მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გზა SME ბიზნეს პორტფელიდან მსხვილ კორპორაციამდე - “იმერისა” და “საქართველოს ბანკის” თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია

საქართველოს ბანკი
29.07.24 17:27
390
სტატიაში საუბარია:

ავეჯის მასალებისა და აქსესუარების კომპანია “იმერი” ადგილობრივ ბაზარზე ოციოდე წლის წინ გამოჩნდა და, მას შემდეგ, კერძო პირებსა თუ ავეჯის მწარმოებელ კომპანიებს საჭირო ნედლეულით ამარაგებს. ამასთან ერთად, “იმერმა” რამდენიმე წელია, თავადაც დაიწყო ავეჯის წარმოება და მომხმარებელს, რბილ ავეჯთან ერთად, ავეჯის ყველა იმ სახეობას სთავაზობს, რომელიც მერქანბურბუშელოვანი და მერქანბოჭკოვანი ფილებისგან მზადდება.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ “იმერში” წარმოებულ თუ კომპანიის მიერ იმპორტირებულ ავეჯსა და აქსესუარებზე მოთხოვნა სტაბილურია და თვიდან თვემდე მხოლოდ მცირედით იცვლება.

“კომპანია მუდამ ორიენტირებულია განვითარებაზე, შემოგვაქვს ახალი დანადგარები მასალის დასამუშავებლად, ვაფართოებთ ჩვენი პროდუქტის ასორტიმენტს - როგორც შემოტანილის, ისე ადგილობრივ ნაწარმის. ბოლო 7 წელია გადავედით უკვე დასრულებული ავეჯის დამზადებაზეც. ბიზნესისთვის მძიმე იყო კოვიდ ისტერიის პერიოდში არსებული შეზღუდვები, თუმცა ეს პერიოდიც წარმატებით გადავლახეთ”, - აღნიშნავს “იმერის” ერთ-ერთი დირექტორი ნოდარ ჩინჩალაძე.

ბიზნესსაქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში, “საქართველოს ბანკი” არის ჩვენი მუდმივი საიმედო პარტნიორი. ძლიერ კერძო ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა აუცილებელია კომპანიის განვითარებისთვის, რაც შემდეგ შედეგების მაჩვენებელ რიცხვებშიც აისახება.

“ალბათ ძალიან ცოტაა ისეთი კომპანია, რომელსაც ფინანსური მომსახურება არ სჭირდება შესაბამისი დაწესებულების მხრიდან. “საქართველოს ბანკი” ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ჩვენს საქმიანობაში: ფინანსური საჭიროებები, გადარიცხვები, ინტერნეტბანკი, თუ ბიზნესთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხი - ბანკთან თანამშრომლობითა და მათი დახმარებითაა გადაწყვეტილი, ბანკის შესაძლებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში”, - ამბობს ნოდარ ჩინჩალაძე.

საქართველოს ბანკში აღნიშნავენ, რომ პარტნიორი ბიზნესების განვითარების ხელშეწყობა ბანკის უცვლელი პრიორიტეტია, რაც “იმერთან” თანამშრომლობაშიც გამოვლინდა და კომპანიის სრული პოტენციალის გამომჟღავნებაში მნიშვნელოვანი წილიც შეიტანა.

“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესების მხარდაჭერა და მათი გაძლიერება უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ პარტნიორებს განავითარონ უკვე არსებული ბიზნესები ან განახორციელონ ახალი წამოწყებები. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა ის გზა, რაც ამ წლების განმავლობაში ერთად გავიარეთ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თავდაპირველად, კომპანია “იმერი” საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელში იყო, ახლა კი, სულ რამდენიმე თვეა, რაც კორპორაციული ბიზნესს წარმოადგენს. მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ კომპანიის წლიდან - წლამდე განვითარებას და გაძლიერებას”, - ამბობს “საქართველოს ბანკის” კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, გიორგი წეროძე.

მისივე განმარტებით, კერძო ფინანსური ინსტიტუტის ხელშეწყობა ბიზნესებს განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობას უჩენს, რაც საბოლოოდ, საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაზე აისახება.

“ბიზნესის განვითარებისთვის ფინანსური ინსტიტუტების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს უფრო მეტად განვითარდნენ, გაიზარდონ და უფრო სწრაფად შეძლონ დასახული მიზნების მიღწევა. მსგავსი მხარდაჭერა რიგ შემთხვევაში ახალ შესაძლებლობას ქმნის ბიზნესისთვის და უწყობს ხელს ინოვაციების დანერგვაში. ეს კი თავის მხრივ ახალისებს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის გაძლიერებას. მიგვაჩნია, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს წარმოვადგენთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში”, - აცხადებს გიორგი წეროძე.

ინფორმაციისთვის, ავეჯისა და ავეჯის მასალების კომპანია“იმერი” თბილისსა და ქუთაისში რამდენიმე მაღაზიითა და 3 საწარმოთია წარმოდგენილი. კომპანია მომხმარებელს ავეჯთან დაკავშირებულ მრავალფეროვან სერვისს, მათ შორის ტრანსპორტირებას, აწყობას, ადგილზე მონტაჟს, სპეციფიკური შეკვეთების შესრულებას და სხვა სერვისებს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები