მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გზა თავისუფლებისკენ - ირაკლი ლაითაძის ბლოგი

საპროტესტო აქცია
06.07.24 14:00
2451

Society can not function without shared prosperity.
Jozeph Stiglitz

საზოგადოება ვერ იფუნქციონირებს საერთო კეთილდღეობის გარეშე.
ჯოზეფ შტიგლიცი


ეკონიმიკის დარგში ნობელიანტის, ჯოზეფ შტიგლიცის 2024 წელს გამოსული წიგნის სათაური: „გზა თავისუფლებისკენ: ეკონომიკა და კარგი საზოგადოება“ (The Road to Freedom: Economics and the Good Society) არის მეორე ეკონიმისტი ნობელიანტის, ფრიდრიხ ჰაიკის წიგნის სათაურის: „გზა ბატონყმობისკენ“ (The Road to Serfdom) გადათამაშება. ჰაიკეის წიგნი ჯვაროსნული ლაშქრობაა სოციალიზმის წინააღმდეგ. შტიგლიცის წიგნი კი ჯვაროსნული ლაშქრობაა თავისუფალი ბაზარის და გლობალიზაციის წინააღმდეგ.

თავისი არგუმენტის დასადასტურებლად შტიგლიცი ამოგზაურებს მკითხველს ჯონ სტიუარტ მილთან, ჰაიეკთან, მილტონ ფრიდმანთან, რონალდ რეიგანთან და დონალდ ტრამპთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის ზოგიერთ მონაკვეთში გხვდება რთულად გასაგები ეკონომიკური არგუმენტები, შტიგლიცის ფუნდამენტური გზავნილი მკაფიოა და ის გამოხატულია ოქსფორდელი ფილოსოფოსის, ისაია ბერლინის ციტატით, რომელიც წიგნის პირველი გვერდზეა მოყვანილი და რომელსაც შტიგლიცი ხშირად უბრუნდება: „თავისუფლება მგლებისთვის ხშირად ნიშნავს სიკვდილს ცხვრებისთვის.“

შტიგლიცის დამოკიდებულება თავისუფლებისადმი ახალი არ არის. ჟან-ჟაკ რუსომ თქვა: „ადამიანი დაბადებულია თავისუფალი, მაგრამ ის ყველგან ბორკილებშია.“ ეკონომისტი და ფილოსოფოსი ამარტია სენი თავის წიგნში „განვითარება, როგორც თავისუფლება“ (Development as Freedom), წერს რომ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მიზანი უნდა იყოს ადამიანების შესაძლებლობების, შანსების ზრდა (იგულისხმება განათლება, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა და ა.შ.). „გზა თავისუფლებისაკენ“ ზემოხსენებული აზროვნების კალაპოტშია. „ადამიანი, რომელიც უპირისპირდება ყოველდღიურ მატერიალურ საჭიროებებს და შიშს, არ არის თავისუფალი“, წერს შტიგლიცი.

ავტორიტარული პოპულისტების (ტრამპი, ორბანი, ბოლსონარო) ეპოქაში, არაფერი რომ არ ვთქვათ დიქტატურებზე, ცოტა ძნელია იყო იმ კარგი საზოგადოების შექმნის იმედით, რომელსაც ჯოზეფ შტიგლიცი აღწერს. იმ საზოგადოებისა, სადაც „მოქალაქეთა თავისუფლება, იმ მიზნით, რომ მათ შეძლონ თავისი პოტენციალის რეალიზაცია, არის უპირველესი.“

ავტორს არ აქვს ილუზია, რომ იდეების დაპირისპირებაში გამარჯვება საკმარისი იქნება მსგავსი ტრანსფორმაციის მოსატანად. მე ვეთანხმები იმას, რასაც წერს შტიგლიცი: „თუ ჩვენ წარმატებულად დავშალეთ მემარჯვენეების მიერ შექმნილი თავისუფლების მითი, თავისუფლების მათეული გაგება და გარდავქმენით ადამიანის თავისუფლება ორმხრივ სასარგებლო და დადებითი მიმართულებით - ეს იქნება მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი.“

ავტორი - ირაკლი ლაითაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები