2012 წელს გაეროს ბავშვთა ფონდმა, save the children-მა და გაეროს გლობალურმა შეთანხმებამ შეიმუშავა ბავშვის უფლებებისა და ბიზნესის 10 პრინციპი. პრინციპების მიზანია ბავშვთა უფლებებზე კერძო სექტორის ზეგავლენის ყოვლისმომცველი ჩარჩოს შემუშავება, რომლის მიხედვითაც კერძო სექტორმა უნდა განახორციელოს საქმიანობა.
ბიზნესსექტორს დიდი და მზარდი გავლენა აქვს ბავშვებზე, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია კერძო სექტორი აქტიურად იყოს ჩართული ბავშვის უფლებების პატივისცემაში, ხელი შეუწყოს ბავშვის უფლებების განხორციელებას სამუშაო სივრცის, შრომის ბაზრისა და საზოგადოების კონტექსტში. ამ მიზნებს ემსახურება საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შექმნილი ბიზნესის მრჩეველთა საბჭო ბავშვებისთვის.
რას გულისხმობს ბავშვის უფლებებისა და ბიზნესის პრინციპები, რას აკეთებს კერძო სექტორი საქართველოში ბავშვის უფლებების დასაცავად, ევროპული სტანდარტებისა და რეგულაციების დანერგვის კუთხით რა ვალდებულებები აქვს აღებული საქართველოს?
რუბრიკის წამყვანი; ნინო კვანტრიშვილი - გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;
სტუმრები: მაია ქურციკიძე - გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი;
თინათინ სტამბოლიშვილი - ჯიპიაი ჰოლდინგის კომუნიკაციების დირექტორი