მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#გზამდგრადობისკენ - ბიომრავალფეროვნება და კერძო სექტორი

რამდენად მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და ამასთან ერთად რა წვლილი შეაქვს კერძო სექტორს აღნიშნული მიმართულებით.

ბიომრავალფეროვნება სხვადასხვა ეკოსისტემის, ამ ეკოსისტემებში არსებული ცოცხალი ორგანიზმების სახეობების, ამ სახეობების გენების ერთიანობას წარმოადგენს, რომელთანაც ადამიანის კეთილდღეობა მჭიდრო კავშირშია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ ჰაერი რომელსაც ვსუნთქავთ, წყალი რომელსაც ვსვამთ და საჭმელი რომელსაც მივირთმევთ სწორედ ბიომრავალფეროვნებაზეა დამოკიდებული.

ტერიტორიის სიმცირის მიუხედავად, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. სუბტროპიკული კლიმატის ქვეყნებს შორის საქართველო ერთ-ერთი უმდიდრესია ფლორისტული თვალსაზრისით. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ბიომრავალფეროვნებაზე მოქმედ ძირითად საფრთხეებს, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე ჩვენთანაც წარმოადგენენ ჰაბიტატების დეგრადაცია და განადგურება, რესურსების ჭარბი მოპოვება, დეფორესტაცია, უცხო სახეობების გავრცელება და გარემოს დაბინძურება.

სტუმრები: რატი ზაუტაშვილი - გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი;

ნათია ჭინჭარაული - შპს "ეკობრენდს ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი;

კახა არცივაძე - სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო ცენტრ "ნაკრესის" გამგეობის წევრი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები