მდგრადი დაფინანსება გულისხმობს გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების ინტეგრაციას ფინანსურ სერვისებში ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად, გრძელვადიანი გარემოსდაცვითი მდგრადობისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული რა თქმა უნდა მხარს უჭერს პარიზის კლიმატის შეთანხმებასა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას.
საქართველოში არსებობს მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიაც. კომერციული ბანკები საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებით რომლებიც ხელს უწყობენ მდგრად განვითარებას.
საქართველოში განსაკუთრებით საყურადღებოა იმ მცირე და საშუალო კომპანიების წვდომა მდგრად ფინანსებზე, რომლებიც მწვანე ეკონომიკას ქმნიან და ქმედით ნაბიჯებს დგამენ კლიმატის ცვლილებისა და სხვადასხვა გამოწვევის აღმოსაფხვრელად.
ასევე მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ ბიზნესებს, ვინც სწორედ მცირე და საშუალო სექტორს ეხმარება დანერგოს შესაბამისი სტანდარტები მათ საოპერაციო ნაწილში.
ინტერვიუერი: რატი ზაუტაშვილი - გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი;
სტუმრები: კონსტანტინე მაქაცარია - ტერაბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
პაატა შურღაია - გრანთ თორნთონ საქართველოს თანამმართველი პარტნიორი