მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#გზამდგრადობისკენ - მდგრადი ტურიზმი

მდგრადი ტურიზმის ძირითადი ფოკუსი ორიენტირებულია იმაზე, რომ მოგზაურობის დროს მაქსიმალურად იქნას შემცირებული ნეგატიური გავლენა გარემოზე, პატივი სცეს ადგილობრივ კულტურას და რაც მთავარია ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს იმ სოციუმს, რომელშიც კონკრეტული ობიექტი ოპერირებს.

მდგრადი ტურიზმი მიზნად ისახავს ტურისტებისთვის პოზიტიური გამოცდილების შექმნას, ხოლო დანიშნულების ადგილის ავთენტურობისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას მომავალი თაობებისთვის.

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მდგრად ტურიზმზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. ამას ადასტურებს Booking.com-ის კვლევაც, რომლის მიხედვით გლობალური მოგზაურების 87%-ს სურს ეკო-მეგობრული დასვენება, ხოლო 39% ამბობს რომ ახერხებს კიდეც აღნიშნულს. გამოკითხულთა 62% მოელის, რომ ტურისტული ინდუსტრია უფრო მდგრად ვარიანტებს შესთავაზებს. მდგრადი ტურიზმი აგრეთვე ხელს უწყობს ნახშირბადის ემისიების შემცირებას. მდგრადი პრაქტიკების დანერგვით შესაძლებელია ენერგიის მოხმარების 20%-მდე და წყლის მოხმარების 15%-მდე შემცირება.

რუბრიკის წამყვანი: რატი ზაუტაშვილი - გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი;

სტუმრები: ნატალია კვაჭანტირაძე - საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე;

სალომე ბუბაშვილი - ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერვიუს კომერციული მენეჯერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები