"უძრავი ქონების პროსპექტის" გამოშვებას, არქიტექტურულ კომპანია "ტასჰბათან" პარტნიორობით ვაგრძელებთ. თვეში ერთხელ ჩვენს მაყურებლებს მოვუყვებით ყველაფერს რაც აქტუალურია ამა თუ იმ სივრცის შექმნის თუ მოწყობის პროცესში და ამ ამბავში კომპანიის წარმომადგენლები გაგვიწევენ დახმარებას. დღეს რუბრიკის სტუმარი კომპანიის დამფუძნებელი სერგი გიორგაიაა, რომელსაც თათია მასპინძლობს.
"დიახ გუგა, ჩვენს მაყურებლებს დარწმუნებული ვარ ახსოვს რუბრიკა "გზამკვლევი დეველოპერებისთვის," რომელსაც გასულ სეზონზე ტასჰაბთან ერთად ვამზადებდით და ამიერიდან ის ჩვენს ეთერში კვლავ დაბრუნდა". ყველასთვის გასაგებია, რომ ქალაქები მხოლოდ კედლებისა და ქუჩების ერთობლიობა არ არის და მისი არქიტექტურით განისაზღვრება მისი სახე თუ ხასიათი. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ამბობენ ისტორიას, ფორმას აძლევენ ჩვენს ყოველდღიურობას და ქმნიან სივრცეს, სადაც ცხოვრება ვითარდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ვფიქრობ, თემატურ გადაცემაში მნიშვნელოვანია ვსაუბრობდეთ იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს თანამედროვე რეალობაში, ვინ და რამდენს ფიქრობს იმაზე, რომ ქალაქი სწორად განვითარდეს და რა სერვისების მიღების შესაძლებლობას გვაძლევენ თავად ამ სფეროში მომუშავე კომპანიები.
სტუმარი: სერგი გიორგაია - "ტასჰაბის" დამფუძნებელი;
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძე & გუგა კობახიძესთან ერთად


































