მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გზავნილის ბარათი/TransferCard - "ლიბერთი" ფულადი გზავნილის მიღებას ამარტივებს

ლიბერთიმ "გახდი ჩვენიანი“ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ბაზარზე უნიკალური პროდუქტი - გზავნილის ბარათი/TransferCard დანერგა. ,,გზავნილის ბარათი” სპეციალურად მათთვის შეიქმნა, ვინც საერთაშორისო ფულადი გზავნილებით ხშირად სარგებლობს. ამ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მარტივად აიღონ ბარათი, გახსნან ანგარიში და მომავალში ბანკში ვიზიტის გარეშე, მიღებული ფულადი გზავნილი ლიბერთის ბანკომატებით გაანაღდონ. ახალი ბარათის დანერგვასთან დაკავშირებით, ლიბერთი სპეციალურ აქციას სთავაზობს მომხმარებლებს - 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სრულიად უფასოდ: აიღოს გზავნილის ბარათი, გაანაღდოს თანხა გზავნილის ბარათიდან ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატიდან, გახსნას ანგარიში და გააქტიუროს აქციის პერიოდში გზავნილის ანგარიშის პაკეტი, ამასთან ისარგებლოს ლიბერთის მობაილ და ინტერნეტ ბანკით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები