მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გზების დეპარტამენტი განვითარების პარტნიორებთან საკოორდინაციო შეხვედრას მართავს

5ca1ca97bb1c7
BM.GE
01.04.19 12:22
469
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, "გრანდ თბილისი მეტეხი პალასში", განვითარების პარტნიორებთან საკოორდინაციო შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას საქართველოს ფინანსთა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, განვითარების პარტნიორების World Bank-ის, EIB-ის, JIKA-ს, EBRD-ის, ADB-ის, UNDP-ის და GIZ-ის საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

ღონისძიების მიზანია, საფინანსო ორგანიზაციებისთვის დეპარატმენტის საქმიანობის, სამომავლო გეგმების გაცნობა და თანამშრომლობის გაღრმავება, როგორც დაფინანსების ასევე, გამოცდილების გაზიარების კუთხით.

საკოორდინაციო შეხვედრაზე, მოწვეულ სტუმრებს პრეზენტაცია წარედგინებათ შემდეგ თემებზე: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018-2019 წლების ანგარიში, 2019 წლის გამოწვევები და შესაძლებლობების განვითარება, ITS-ის, Tolling-ის, პასპორტიზაციის, სასერვეროს და მაგისტრალებზე მომსახურების ადგილების საკითხები, გზების მოვლა-შენახვის სტანდარტის ჩამოყალიბება, OPRC-ის ფარგლებში არსებული ვითარების ანალიზი, კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან დაკავშირებული საკითხები, განსახლების ერთიანი სტანდარტის ჩამოყალიბება და შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი ღონისძიებები.

განვითარების პარტნიორებთან საკოორდინაციო შეხვედრის ღონისძიება დღის ბოლომდე გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები