მთავრობა კიდევ ერთ უწყებას ქმნის, რომლის ფუნქცია მოვალეობაც გზების მოვლა იქნება. “მივესალმები სახელმწიფო კომპანიის შექმნას”... “სახელმწიფოსთვის როგორც სჯობს, იმას უნდა მივემხროთ“ - BMG-ის მთავარმა რედაქტორმა, თელარა გელანტიამ იპოვა კომპანიები, რომლებიც გზების მოვლისთვის ახალი სახელმწიფო სუბიექტის შექმნას, რისკების მიუხედავად, დადებითად აფასებენ. მათი მოლოდინია, რომ მთავრობას ქვეკონტრაქტორებად ისევ კერძო სექტორის დაქირავება მოუწევს, რადგან საგზაო სამუშაოები სპეციფიკურია, პროფესიონალი კადრები კი დარგში განსაკუთრებით ჭირს.


































