მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გზების რეაბილიტაციაზე 16 მილიონამდე ღირებულების ტენდერები გამოცხადდა

5bf5361f13409
BM.GE
21.11.18 14:40
618

შიდასახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაციის სამუშაოებზე, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 16 მილიონამდე ლარის ღირებულების ტენდერები გამოაცხადა. სამუშაოების შესყიდვა 4 ლოტად უნდა მოხდეს. ტენდერების ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არხილოსკალო-სამთაწყაროს საავტომობილო გზის 6 კილომეტრიან მონაკვეთს, სადახლო-ახკერპის გზის 5 კილომეტრიან მონაკვეთს, მარნეული-თეთრიწყარო-წალკის გზის 6 კილომეტრიან მონაკვეთსა და წალენჯიხა-ჯვარზენის გზის 4 კილომეტრიან მონაკვეთს. ოთხივე ტენდერის შემთხვევაში, სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა დასრულდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები