მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გზის მეორედ გადაკეტვის საბაბით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს პატიმრობა შეუფარდეს

 ზურაბ მენთეშაშვილი

გზის მეორედ გადაკეტისთვის აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, 61 წლის ზურაბ მენთეშაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

"იმის მიუხედავად, რომ წაყენებული ბრალი პატიმრობის მაქსიმალურ ვადად 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, პროკურორი მაია ჟვანია მოსამართლისგან მოითხოვდა აღკვეთის ღონისძიებად არ გამოყენებულიყო, სხვა ნაკლებად მსუბუქი ღონისძიება. მისი მტკიცებით, არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე", - წერს გამოცემა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში "ქართული ოცნების" პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისთვის, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია. იგივე ქმედების განმეორება კი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ ცვლილების საფუძველზე აქციის ათობით მონაწილე დააკავეს ადმინისტრაციული წესით.

ზურაბ მენთეშაშვილი აქციის პირველი მონაწილეა, რომელიც "ქართული ოცნების" საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სისხლის სამართლის წესით დააკავეს და შესაბამისად, მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები