მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესი დამტკიცდა - რა მოცულობის ჯარიმაა გათვალისწინებული დარღვევისთვის

ტრაილერი

საქართველოს მთავრობამ გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესი დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნდა. წესი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებს უკავშირდება, რომელიც წელს ამოქმედდა.

ინსპექტირებას ექვემდებარება M2, M3, N1, N2, N3, O3, O4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები (არ ვრცელდება მსუბუქ ავტომობილებზე). უფრო დეტალურად, კი ავტოტრანსპორტი მოწმდება შემდეგ საკითხებზე: სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დაცვა; მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა და საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) ელექტრონული ბარათის გამოყენება; სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა; ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების დაცვა; საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანასთან/გადაზიდვასთან დაკავშირებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების დაცვა; საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დაცვა; სატრანსპორტო საშუალების მასა და გაბარიტები.

შემოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირი განახორციელებს.

დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, დარღვევის ხარისხის შესაბამისად, 500 ლარიდან 5 000 ლარამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები