პარიზში ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში 1 ივლისიდან ქუჩაში ძველი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა. კერძოდ, აკრძალვა ეხება 20 წლის და ზევით ავტომობილებს.
Bloomber წერს, რომ პარიზში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელია სხვა ევროპულ ქალაქებს აღემატება, ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება რომლის მიხედვითაც, 1997 წლის ოქტომბრამდე დარეგისტრირებული ავტომობილები და 1999 წლის ივლისამდე დარეგისტრირებული მოტოციკლები პარიზის ქუჩებში აღარ ივლიან.
აკრძალვის მთავარი მიზანია, რომ ქალაქში აღარ იარონ ისეთმა ავტომობილებმა, რომლებიც დაბიძნურების 5%-ს ქმნიან და იწვევენ ისეთ დაავადებებს, როგორიც მაგალითად ასთმაა.
გამოცემა წერს, რომ 2020 წელს პარიზში მხოლოდ 2010 წლის შემდეგ რეგისტრირებული ავტომობილებით გადაადგილება იქნება ნებადართული.
ავტოპარკის განახლების მიზნით, ქალაქში წამახალისებელი აქციაც იმართება, - პირი, რომელიც უარს იტყვის თავის ძველ ავტომობილზე და სანაცვლოს ახალ ისეთ ავტომობილს შეიძენს, რომელსაც გამონაბოლქვი დაბალი აქვს, 3700 ევრო გადაეცემა. ელექტრო ავტომობილის შეძენის შემთხვევაში კი ბონუსი 10 000 ევროა.
გამოცემა წერს, რომ საშუალო და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის უმეტესობა საზოგადოებრივ ტრანსპორტს დაუბრუნდება. Bloomberg აღნიშნავს, რომ სიახლე დადებითად აისახება ტაქსებისა და ავტომობილების გაქირავების სერვისებზე, რომლებმაც უკვე დაიწყეს წამახალისებელი აქციების გამართვა კლიენტების მოსაზიდად. ის პირები კი ვინც ძველი ავტომობილით სიარულს გააგრძელებენ, ოქტომბრიდან 68 ევროთი დაჯარიმდებიან.

























