მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამ" NCDC-ისთვის 15 000 PCR- ტესტი შეიძინა

5eaaa5bea8d0d
ვიქტორია მღებრიშვილი
30.04.20 14:24
1188
„ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამ“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, COVID 19-ის ვირუსთან ეფექტური ბრძოლისათვის საჭირო 110 000 ლარზე მეტი ღირებულების 15 000 PCR- ტესტი შეიძინა, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადაეცემა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად მოლაპარაკებას აწარმოებდა გერმანულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Roboklom GmbH-თან. გამომდინარე იქედან, რომ მოცემულ მომენტში პსრ ტესტებზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა მსოფლიოში, მისი შეძენა და მწარმოებელი ქვეყნებიდან ექსპორტზე გატანა უკიდურესად რთულია, თუმცა გერმანიაში ჰაიდელბერგცემენტის სათაო ოფისის ჩართულობით შეთანხმება შედგა.

„ვიმედოვნებთ, რომ ეს შენაძენი დიდ დახმარებას გაუწევს პანდემიის წინა ხაზზე მებრძოლ მეცნიერებს და მედიკოსებს, შესაბამისად მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პანდემიის საბოლოო დამარცხებაში”- აცხადებენ ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიაში.  

ტესტების პირველი ნაწილის ჩამოტანა ფრენების არარსებობის პირობებეში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით 27 აპრილს გახდა შესაძლებელი, მეორე ნაწილი კი შემდეგი ორი კვირის განმავლობაში იქნება მოწოდებული მწარმოებლის მიერ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები