დღეს კასპში "ჰაიდელბერგცემენტის" მოდერნიზებული ქარხნისა და კლინკერის ახალი საწარმოო ხაზი გაიხსნა, რომელზეც 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქარხანას გაცილებით მეტი წარმადობის შესაძლებლობა აქვს, "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას" ხელმძღვანელი, მიხაელ ჰამპელი აცხადებს, რომ ბაზარზე არსებული დემპინგური ფასების გამო წარმოების ზრდას არ გეგმავს.
"ეს ძალიან დიდი ინვესტიცია იყო. ამით ჩვენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები გავხდით საქართველოში და არა მარტო - კონკურენტუნარიანები ვართ იმპორტიორ კომპანიებთან და დემპუნგურ ფასებთნ მიმართებითაც კი. ახლა კონკურენციის უკეთესი შანსები გვაქვს.
რასაკვირველია, შეგვიძლია ჩვენი რესურსებით ახლა იმაზე მეტი ვაწარმოოთ, რასაც ვაწამროებთ ამჟამად, თუმცა, ეს ჩვენს გეგმებში არ შედის. უცხოეთიდან საკმაოდ ძლიერი კონკურენცია გვაქვს. თუ ჩემი მოსაზრება გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ჩვენ შეგვიძლია იმდენი რაოდენობის პროდუქცია ვაწარმოოთ, რამდენიც საჭირო იქნება მთელი საქართველოს მომარაგებისთვის წლის განმავლობაში, თუმცა ამჟამად ბაზარზე არსებული დემპინგური ფასების გამო წარმადობის გაზრდა არ გვაქვს გეგმაში“,-აცხადებს ჰამპელი.
შეგახსენებთ, რომ „ჰაიდელბერგცემენტი“ ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომელიც აცხადებს, რომ ქართულ ბაზარზე უხარისხო ირანული პროდუქცია დემპინგური ფასებით შემოდის. კომპანია „რუსთავის ფოლადთან“ ერთად ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონმდებლობის შემოღებას და ხარისხზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვდა.

























