"ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამ", რიგით მე-7 საერთაშორისო ხარისხის კონფერენცია გამართა, რომელშიც 300-მდე წამყვანი ადგილობრივი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, დეველოპერები, ინჟინრები და დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მიზანი ისეთი მნიშვნელოვანი თემების განხილვა იყო, როგორიცაა თანამედროვე/ინოვაციური ბეტონი, სივრცითი განვითარება, უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა და სხვა.