მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჰაილენდერ ედვენჩერ საქართველო“ სვანეთში ლაშქრობის ფესტივალს მეორედ ატარებს

„ჰაილენდერ ედვენჩერ საქართველო“ სვანეთში ლაშქრობის ფესტივალს მეორედ ატარებს
BM.GE
31.07.23 14:00
71

წელს „ჰაილენდერ ედვენჩერ საქართველო“ სვანეთში ლაშქრობის ფესტივალს მეორედ ატარებს, სვანეთის დმო კი მეორედ მასპინძლობს მას.

ფესტივალის ფარგლებში, 19 ივლისს, სვანეთს 10 ქვეყნიდან (ხორვატია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, გერმანია, საფრანგეთი, დომინიკის რესპუბლიკა, სლოვენია, უკრაინა, იორდანია, და სხვა) 165 ჰაილენდერი ესტუმრა, რათა დასწრებოდა რამდენიმე სავალდებულო მასტერკლასს და შემდეგ გამთენიისას, რეგისტრაციის შემდეგ დაეწყოთ ლაშქრობა.

ლაშქრობის ფესტივალი ეკოლოგიური, მდგრადი სამთო ტურიზმის პროდუქტია. მისი მიზანია საქართველოს საერთაშორისო ბაზრისთვის წარდგენა და რეგიონის განვითარების ხელშეწყობა - როგორც სათავგადასავლო ტურიზმის პროვაიდერი ქვეყნისა. პროექტი ხელს უწყობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაზრდას. რაც შეეხება გლობალურ მნიშვნელობას, პროექტი ეხმარება წარმოაჩინოს ქვეყნის მრავალფეროვანი პოტენციალი ფართო აუდიტორიისთვის. Highlander მიზნად ისახავს სვანეთის, როგორც საუკეთესო სალაშქრო ადგილის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მის ბუნებრივ ადგილებს, მწვანე გარემოს, ხალხს, ადათ-წესებს, პროდუქტებსა და სერვისებს პოპულარიზაციას.

ცნობისთვის, Highlander Adventure Georgia არის ლიცენზირებული საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალი, ბილიკები საგულდაგულოდ არის შერჩეული ადგილობრივი გამყოლების მიერ, რათა უზრუნველყონ უნიკალური გამოცდილება მონაწილეებისთვის.

მდგრადი მიდგომით, ლაშქრობის ფესტივალი ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკების ჩამოყალიბებას, მათ შორის ორგანული საკვების გამოყენებას, ნულოვანი ნარჩენების მიდგომას და ადგილობრივი ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. HIGHLANDER გვაძლევს შესაძლებლობას ხელი შევუწყოთ ლაშქრობის კულტურის პოპულარიზაციას ქვეყანაში.

პროექტს ატარებს HIGHLANDER Adventure Georgia, სვანეტის დმო - ს შანლენდის მასპინძლობით, პროექტი ტარდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის ტრასები სააგენტოსთან პარტნიორობით და ევროკავშირის, შვედეთის, ავსტრიის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები ასევე არიან: დანიშნულების მართვის ორგანიზაცია შან-ლენდ, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი, პუმა, სტეპენი,

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები