მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰაკერების მსხვერპლი კომპანიები

5b3e35c2cd9b4
ანუკა ჯოხაძე
05.07.18 20:00
944
2017 წლის მონაცემებით, მინიმუმ 15 კომპანია გახდა ჰაკერების მსხვერპლი. პერსონალური მონაცემების ქურდრობა ძირითადად გადახდისას პლასტიკური ბარათის გამოყენების დროს დაფიქსირდა. BusinessInsider იმ კომპანიების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც ერთხელ მაინც თუ გადაგიხდიათ ონლაინ ან პლასტიური ბარათით, შესაძლოა ჰაკერებს თქვენი პერსონალური მონაცემები მოეპარათ.

ჰაკერების ერთ-ერთი მსხვერპლი სპორტული ბრენდი Adidas-ია, რომელმაც ამის შესახებ საზოგადოებას გასულ ხუთშაბათს აცნობა. დარღვევები ძირითადად კომპანიის ამერიკულ ვებ-გვერდის ონლაინ გაყიდვებს ეხება. ის ძირითადად ეხება მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტას და ფაქტობრივ მისამართებს, ასევე პაროლებს. ადიდასის მენეჯმენტი ზუსტად ვერ ასახელებს დაზარალებული მომხმარებლების რიცხვს, თუმცა როგორც ისინი ამბობენ, მათი რაოდენობა დაახლოებით რამდენიმე მილიონია.

ჰაკერების თავდასხმის შესახებ 5 აპრილს ამერიკულმა მულტინაციონალურმა კომპანია Best Buy განაცხადა. როგორც კომპანიის წარმოდგენლობა ამბობს, ამ თავდასხმის შედეგად მომხმარებლების მხოლოდ მცირე რაოდენობა დაზარალდა, რომელთა პერსონალური მონაცემებიც შესაძლოა მოპარული იყოს.

საფრთხის ქვეშ არიან ის მომხმარებლები, რომელთაც “forever 21”-ის მაღაზიაში 2017 წლის მარტის თვიდან ოქტომბრამდე ივაჭრეს. მაღაზიის ტერმინალებში დაფიქსირებულ ხარვეზს, შესაძლოა, გამოეწვია ისეთი ინფორმაციის დაკარგვა როგორიცაა საკრედიტო ბარათის ნომრები, ვადის გასვლის თარიღები და ბარათის კოდები. საფრთხის ქვეშ არიან ის მომხმარებლები, რომელთაც მაღაზიაში 2017 წლის მარტის თვიდან ოქტომბრამდე ივაჭრეს.

დაზარალებული კომპანიების სრული ჩამონათვალი კი ასეთია:

1.ADIDAS
2.BEST BUY
3.FOREVER 21
4.GAMESTOP
5.PANERA BREAD
6.KMART
7.DELTA
8.SONIC

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები