მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰაკერებმა აზერბაიჯანულ DemirBank-ს დაახლოებით $ 3 მილიონი მოპარეს

58a19f194ed11
BM.GE
13.02.17 15:56
1225
ჰაკერების ჯგუფმა აზერბაიჯანული ბანკის DemirBank უსაფრთხოების სისტემაში არსებული ხარვეზების გამო, 3 მილიონი აშშ დოლარის მითვისება მოახერხეს, - აღნიშნულ ინფომრაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ჰაკერებმა ბარათების სისტემის დაუცველობით ისარგებლეს და ქვეყნის გარეთ არსებულ საბანკო ანგარიშებზე თანხების მოხსნა დაიწყეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი კვირის დასაწყისში მოხდა, თუმცა ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავდნენ. თვითონ ბანკი აღნიშნულ შეტყობინებებზე კომენტარისგან თავს იკავებს.

ბანკი DemirBank 1989 წელს დაარსდა და ქვეყნის წამყვანი ათი ბანკის სიაშია. ბანკის აქციონერებს შორის არიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ნიდერლანდების განვითარების ფინანსური კომპანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები