ჰაკერებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის ანგარიშიდან 31 მილიონი დოლარი მოიპარეს
ჰაკერებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის ანგარიშიდან 31 მილიონი დოლარი მოიპარეს. საკორესპონდენტო ანგარიშებიდან თანხის მოპორვის ფაქტი დაადასტირა ცენტრალური ბანკის სპიკერმა და აღნიშნა რომ მომავალში მსგავსი ფაქტებისგან თავის არიდებისთვის დამატებითი ღონისძიებების გატარებაა საჭირო. WSJ-ის ინფორმაციით, თანხა იმ კლიენტების ანგარიშებიდან გაქრა, რომლებსაც ის ცენტრალურ ბანკში აქვთ შენახული. ჯამში ანგარიშებიდან 1,2 მილიარდი რუბლის მოპარვა მოხდა, ცენტრალური ბანკის ინფორმაციით ჰაკერებს თავდაპირველად 5 მილიარდი რუბლის მოპარვის მცდელობა ჰქონდათ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის ცენტრალური ბანკიდან თანხის მოპარვა მოხდა, - თებერვალში ჰაკერებმა 81 მილიონი დოლარის მოპარვა ბანგლადეშიც ცენტრალური ბანკიდანაც შეძლეს. ჰაკერებმა ასევე რუსეთის საბანკო სისტემაზე შემდგომი თავდასხმაც დაანონსეს. რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადების მიხედვით, სერვერი, რომლიდანაც ბანკის ანგარიშებზე შეღწევა მოხდა ჰოლანდიაში მდებარეობს.