წელს 31 ოქტომბრის ჰელოუინის დღესასწაულისთვის ამერიკელები რეკორდულ 10 მილიარდ დოლარს დახარჯავენ. ამის შესახებ მოწმობს ყოველწლიური გამოკითხვის შედეგები, რომელიც ეროვნულმა საცალო ვაჭრობის ფედერაციამ ჩაატარა. როგორც ცნობილია, წლევანდელი ჰელოუინი წინა წლებისგან გამორჩეული იქნება, რადგან მთავარი აქცენტი ვარდისფერ სამოსსა და ბარბის კოსტიუმებზე გაკეთდება. წლევანდელ ჰელოუინზე ბარბის გავლენა, რომელსაც სხვაგვარად Barbieween-ს უწოდებენ, რასაკვირველია კინოფილმ "ბარბის" ბუმს უკავშირდება, რომელმაც წელს კინოინდუსტრიაში ყველა რეკორდი მოხსნა.