„ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტაზე დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა.
„ჰამასის“ მაღალჩინოსნების თქმით, ისინი ეთანხმებიან აშშ-ს წარდგენილ გეგმას და „მცირე ცვლილებებს“ მოითხოვენ.
გავრცელებული ცნობით, „ჰამასი“ თანახმაა, გაათავისუფლოს ყველა ისრაელელი მძევალი, მათ შორის დააბრუნოს გარდაცვლილთა ცხედრები.
რაც შეეხება ღაზის ტერიტორიას, „ჰამასი“ მოითხოვს, რომ კონტროლი გადაეცეს პალესტინის დამოუკიდებელ ტექნოკრატიულ ხელისუფლებას.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღაზის სამშვიდობო გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას 29 სექტემბერს წარადგინა. ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ სამშვიდობო გეგმაზე პასუხის გასაცემად „ჰამასს“ სამ-ოთხ დღეს აძლევდა.




























