მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჰამასმა" წითელ ჯვარს 4 ისრაელელი მძევალი გადასცა

11

"ჰამასმა" წითელ ჯვარს გადასცა ოთხი ისრაელელი მძევალი ქალი, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბერს დატყვევებული ჯარისკაცები არიან. მათგან სამი 20 წლისაა, ერთი კი - 19.

უცხოური მედიის თანახმად, ოთხი ჯარისკაცის სანაცვლოდ ისრაელი შაბათს 180 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას გეგმავს.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ სულ 33 მძევალი ეტაპობრივად განთავისუფლდება ისრაელის მიერ ასობით პალესტინელი პატიმრის გაშვების სანაცვლოდ, ღაზაში კი დამატებით ჰუმანიტარული დახმარება შევა.

ისრაელის შეფასებით, ღაზაში 90-ზე მეტი მძევლიდან დაახლოებით მესამედი, ან პოტენციურად ნახევარი დაიღუპა.

შეგახსენებთ, 460-დღიანი კონფლიქტის შემდეგ, ისრაელს, "ჰამასსა" და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარე თვის დასაწყისში, კატარში გაიმართა, მხარეები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ. ისრაელის მთავრობის მიერ დამტკიცების შემდეგ კი, 19 იანვრიდან გადაწყვეტილება ძალაში შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები