მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

H&M-ი 250-მდე მაღაზიას დახურავს

5f771360ef7c7
ნათია თაქთაქიშვილი
02.10.20 15:46
1314
მსოფლიოში ცნობილი შვედური ბრენდი H&M-ი მსოფლიოს მასშტაბით 250-მდე მაღაზიის დახურვას გეგმავს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მარაზიების დახურვა მომავალი წლიდან იგეგმება, რადგან პანდემიის გამო მეტი მომხმარებელი ონლაინ შეძენას ამჯობინებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე უცნობი რჩება კონკრეტულად რომელ ქვეყანაში რამდენი მაღაზია დაიხურება.

„ჯერ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, რომელ ქვეყანაში რამდენ მაღაზიას დავხურავთ, რიცხვები განსხვავებული იქნება ბაზრების და მათი მოთხოვნის მიხედვით“, -აღნიშნულია H&M-ის განცხადებაში.

BBC-ი წერს, რომ დაწესებული რეგულაციების გამო, H&M-ის დაახლოებით 166 მაღაზია ისევ დახურულია ან შემცირებული რეჟიმით ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, H&M-ის გაყიდვები სექტემბრისთვის გაუმჯობესებულია, თუმცა ის მაინც 5%-ით ჩამორჩება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. 9 თვის მონაცემებით, კომპანიის დაუბეგრავმა შემოსავლმა 210 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები