მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

H&M-ი მომხმარებელს მეორადი ტანისამოსის ონლაინ მაღაზიას შესთავაზებს

60b4f21c152d7
ნათია თაქთაქიშვილი
01.06.21 00:24
1052
ცნობილი ბრენდი H&M-ი მომხმარებელს მეორადი ტანისამოსის ონლაინ მაღაზია Sellpy-ს 20-ზე მეტ ევროპულ ქვეყანას შესთავაზებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ H&M-ის Sellpy თავად გაუძღვება გაყიდვების პროცესს, მფლობელისგან ნივთის წამოღებით დაწყებული, შემდგომ მისი ვიზუალური მასალის მომზადებით და შეძენის შემთხვევაში ნივთის მიწოდების ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ H&M-მა მსგავსი პლატფორმა შვედეთში რამდენიმე წლის წინ წარადგინა და მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყვიტა ონლაინ მაღაზიის ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მასშტაბით გაფართოება.

Sellpy-ის განცხადებით, მეორადი ტანისამოსის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტია მოდის ინდუსტრიაში. Sellpy-ი აღნიშნავს, რომ პლატფორმას 9 მილიონამდე ერთეული ტანისამოსი აქვს გაყიდული H&M-თან თანამშრომლობის დაწყებიდან დღემდე.

შეგახსენებთ, რომ H&M-მა Sellpy-ში პირველი მნიშვნელოვანი წილი 2015 წელს შეიძინა, თუმცა Sellpy-ი არ აკონკრეტებს რა მოცულების თანხა გადაიხადა H&M-მა იმ დროისათვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები