მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჰანიველ ცემენტი“ კასპში $70 მლნ-იან პროექტს იწყებს

“ჰანიველ ცემენტი“ კასპში, 70 მლნ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს. პროექტი კლინკერის წარმოებისა და ცემენტის დაფქვის თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის პრეზენტაცია და კაფსულის სიმბოლური ჩადების ღონისძიება დღეს გაიმართა. კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნული ინვესტიციით ჰანიველ ცემენტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. "პროექტის ფარგლებში, კლინკერის დღიური წარმადობა 1,200 ტონით გაიზრდება.

ახალი ტექნოლოგიური ხაზი, რომელიც ნაწილობრივ არსებულ ინფრასტრუქტურასაც გამოიყენებს, უზრუნველყოფს კლინკერის წლიური წარმოების 400,000 ტონით ზრდას.შედეგად, კლინკერის წლიური წარმოება ჯამურად 2.7 მილიონ ტონას მიაღწევს. პარალელურად, კომპანია აშენებს ცემენტის დაფქვის ახალ, თანამედროვე ხაზს, რომლის წარმადობაც საათში 70 ტონა იქნება. “ჰანიველ ცემენტი“ გაფართოებასაც აანონსებს. როგორც კომპანიის დირექტორმა დავით ჯუღაშვილმა განაცხადა დაგეგმილია ცემენტის ქარხნის მშენებლობის დასავლეთ საქართველოში და ბეტონის ქარხნების ქსელის განვითარება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები