“ჰანიველ ცემენტმა” კასპის ცემენტის ქარხანაში ალტერნატიულ საწვავად ნარჩენი საბურავების გამოყენების პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი ერთი მხრივ იმპორტირებული საწვავი ჩანაცვლებას განაპირობებს, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ნახშირბადის ემისიების შემცირებას, ნარჩენების უტილიზაციასა და მათი ენერგიის წყაროდ გარდაქმნას.