საქართველოს ბანკი და TBSC Consulting ერთობლივად ქმნიან და აფინანსებენ ბიზნეს ქეისების კონკურსს უკვე მეხუთედ 2024 წელს. ეს არის ყველაზე მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი ბიზნეს სტუდენტებს შორის საქართველოში, რომელშიც წლების განმავლობაში მონაწილეობა 1000-მდე სტუდენტმა მიიღო 15 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. წელს კონკურსი საგრძნობლად გაიზარდა. ღია ტურში მონაწილეობდა 50-ზე მეტი გუნდი, რომელიც შედგებოდა საქართველოს 18 უნივერსიტეტის 300 სტუდენტისგან. ამ უნივერსიტეტებიდან 8 იყო რეგიონებიდან, მათ შორის ქუთაისიდან, ბათუმიდან, თელავიდან, ზუგდიდიდან, გორიდან და ახალციხიდან. ფინალურ ტურში კი მონაწილეობა მიიღო ხუთმა გუნდმა თბილისიდან და სამმა გუნდმა რეგიონებიდან. გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზები, მესამე ადგილზე გასული გუნდისთვის 3000 ლარი იყო გამოყოფილი, მეორე ადგილზე გასულებისთვის 6000, ხოლო გამარჯვებულ გუნდს 11 ათასი ლარი გადაეცა. ბიზნეს ქეისების ანალიზის კონკურსი მუდმივად იხვეწება; ეს არის შესანიშნავი პლატფორმა უნივერსიტეტების, პროფესორების, გუნდებისა და ცალკეული სტუდენტებისთვის მუშაობის გაუმჯობესებისთვის და რა თქმა უნდა კონკურსი მომავალშიც ყოველწლიურად გაიმართება.