"არქის" სპეციალური მოწვევით, ჰარვარდის ბიზნესის სკოლის წამყვანი პროფესორი და ერთ-ერთი გამორჩეული ეკონომისტი - დას ნარაიანდასი - უკვე მეორედ ესტუმრა საქართველოს. ინიციატივის ფარგლებში, მან ორდღიანი პრაქტიკული ტრენინგი ჩაატარა სპეციალურად არქის გუნდისთვის. გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, ინტენსიური ტრენინგი მოიცავდა ბიზნესქეისების ანალიზსა და ინტერაქციულ განხილვებს. ვიზიტის ფარგლებში ერთდღიანი შეხვედრა პარტნიორებისთვისაც მოეწყო, სადაც მათ მიეცათ საშუალება, მოესმინათ დას ნარაიანდასის ექსპერტული ხედვა და გამოცდილება.დას ნარაიანდასი ჰარვარდის ბიზნესის სკოლის წამყვანი პროფესორი და ცნობილი ეკონომისტია ბიზნესის, მარკეტინგისა და ლიდერობის სფეროში. როგორც არქიში აცხადებენ, თანამშრომლების პროფესიულ ზრდაზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ეს მიდგომა გუნდის წევრებს აძლევს შესაძლებლობას, კომპანიის მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღონ მათთვის საინტერესო სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, რომლებიც მიმართული იქნება როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული განვითარებისკენ.


































