მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჰავი ლოგისტიკისა” და “მაკდონალდს საქართველოს” ინვესტიციით თბილისში მზის ელექტროპანელები დამონტაჟდა

BM.GE
20.11.21 00:26
1149
„მაკდონალდს საქართველომ“ და კომპანია „ჰავი ლოგისტიკმა“, რომელიც მაკდონალდსის კორპორაციას უკვე 45 წელია ლოგისტიკურ სერვისს უწევს, თბილისში ლილოში მდებარე საწყობზე მზის ელექტროპანელების სისტემა დაამონტაჟეს, პროექტის ჯამური ინვესტიცია 300 000 აშშ დოლარია.შენობის სახურავზე 1000 ცალი მზის პანელი განთავსდა, რომელიც წლიურად საშუალოდ 538 853 კილოვატ საათ ენერგიას გამოიმუშავებს. პროექტი კომპანია „ინსტამ“ განახორციელა. Როგორც „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე ბიემჯისთან აცხადებს, სამომავლოდ კომპანია ნარჩენების გადამუშავებასაც დაიწყებს და მზის პანელები მაკდონალდსის რესტორნებშიც დამონტაჟდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები