მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

HDFOREX: ბირჟების მიმოხილვა

5b01b5a127d6d
BM.GE
21.05.18 10:10
777
დოლარი კვლავ განაგრძობს გამყარების პროცესს. გასულ კვირას ყველაზე მეტად ევროსთან და იაპონურ იენთან მიმართებით გამყარდა.



დოლარის ევროსთან მიმართებით გამყარება გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით. პირველ რიგში, ევროზონაში გამოსული მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით.

გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტი ნავარაუდევ მაჩვენებელზე დაბალი გამოვიდა. ნაცვლად 0,4%–ისა, ქვეყნის ეკონომიკამ მოიმატა 0,3%–ით. ეს მონაცემი გასულ მონაცემთან შედარებით 0,3%–ით ნაკლებია. ეკონომიკური განწყობის ინდექსმა დააფიქსირა -8,2. ეს ინდექსი ინსტიტუციური ინვესტორების მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ განწყობას განსაზღვრავს. 0-ს ზევით მაჩვენებელი განიხილება, როგორც დადებითი, თუმცა ამ ეტაპზე დაფიქსირდა უარყოფითი განწყობა. რაც ეხება მთლიან ევროზონას, სამომხმარებლო ფასების ინდექსის მონაცემი არ შეიცვალა და წინა მონაცემის მსგავსად აჩვენა 1,2%.

ამ ინფორმაციებს იტალიაში არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა დაემატა. გაერთიანდა ორი პარტია „ჩრდილოეთის ლიგა“ და „5 ვარკვლავის მოძრაობა“. მათი ძირითადი მოთხოვნაა შეამციროს გადასახადები და გაზარდოს სოციალური დახმარება. ამ ინფორმაციების ფონზე ევრომ დათმო პოზიციები და კვირის მასშტაბში დოლართან მიმართებით შემცირდა 1,42%–ით და დააფიქსირა 2018 წლის ახალი მინიმუმი.



უარყოფითი ინფორმაციები გამოქვეყნდა დიდ ბრიტანეთში. საშუალო ხელფასები პრემიებთან ერთად გასულ მაჩვენებელთან შედარებით მოიმატა 2,%–ით, რაც წინა მონაცემთან შედარებით 0,2%–ით ნაკლებია. ქვეყანაში 31 ათასით გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფოსგან იღებენ შემწეობას. ამ ინფორმაციების ფონზე ბრიტანული ფუნტი დასუსტდა დოლართან მიმართებით და მიაღწია 2018 წლის მინიმუმს. ტექნიკური თავლსაზრისით ფუნტ სტერლინგი დოლართან მიმართებით ორი კვირაა იმყოფება ფლეტურ მოძრაობაში. იმ შემთხვევაში თუ ამ დიაპაზონის ქვედა საზღვარი გაირღვევა, გამოდის, რომ ბაზრის მონაწილეები კვლავ უარყოფითად შეაფასებენ მდგომარეობას და ფუნტი დოლართან მიმართებით კვლავ დასუსტდება.



რაც ეხება მიმდინარე კვირას, დიდ ბრიტანეთში სამშაბათს გამოვა სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ხოლო პარასკევს ინფორმაცია მთლიანი შიდა პროდუქტის თაობაზე. ორივე მონაცემი ფუნტ სტერლინგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ევროზონაში ხუთშაბათს გამოქვეყნდება პროტოკოლი მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები